ჰააგის სასამართლო არ დაეთანხმა სამხრეთ აფრიკის მოთხოვნას ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ ისრაელმა თავიდან უნდა აიცილოს გენოციდური მოქმედებები
ჰააგის სასამართლო სამხრეთ აფრიკის მოთხოვნას ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ არ დაეთანხმა.
ამასთან, სასამართლოს 17 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ დიდი უმრავლესობით დაადგინა, რომ, სხვა ზომებთან ერთად, ისრაელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა თავიდან აიცილოს გენოციდური მოქმედებები.
„სასამართლო მიიჩნევს, რომ ღაზის სექტორში არსებული კატასტროფული ჰუმანიტარული მდგომარეობა, შესაძლოა, უფრო მეტად გაუარესდეს, ვიდრე სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებს გამოიტანს“, – განაცხადა მოსამართლე ჯოან დონოგიუმ.