ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალზე ყოფილი იუგოსლავიის გენერალმა, სლობოდან პრალიაკმა თვითმკვლელობა სცადა.
სასამართლო პროცესზე, ვერდიქტის მოსმენის შემდეგ, ყოფილმა გენერალმა პროცესის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა და განაცხადა, რომ ის სამხედრო დამნაშავე არ არის. ამის შემდეგ, გენერალმა ჯიბიდან დაუდგენელი მცირე ზომის შუშის ბოთლი ამოიღო და დაუდგენელი სითხე დალია.
მოსამართლემ სხდომა შეწყვიტა და დარბაზში ექიმები გამოიძახა. 1990-იან წლებში ბოსნია -ჰერცოგოვინას ომის დროს, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით, გენერალ სლობოდან პრალიაკს სასამართლომ 2013 წელს, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მას მუსლიმების დევნაში, მკვლელობასა და დეპორტაციაში ედება ბრალი.