გზების დეპარტამენტი - რიკოთის გვირაბთან მეწყრული პროცესების გამო, გზის სავალ ნაწილზე მიწის გარკვეული მასა ჩამოიშალა, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია
რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის, ხევი-უბისას მეოთხე გვირაბთან ინტენსიური წვიმის შედეგად მოხდა მეწყრული პროცესების გააქტიურება და გზის სავალ ნაწილზე მიწის გარკვეული მასის ჩამოშლა, რომელმაც მოძრაობა ცალმხრივად შეაფერხა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს გზების დეპარტამენტში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, გზების დეპარტამენტის მხრიდან საპატრულო პოლიციასთან კოორდინაციაში მიღებულ იქნა მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები და დროებით მოხდა ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობის შეზღუდვა, ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია საჭირო მძიმე ტექნიკა, პერსონალი, და დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები. სატრანსპორტო მიმოსვლა აღდგენილი იქნება უმოკლეს ვადებში.