გვატემალაში, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 75-მდე გაიზარდა
გვატემალაში, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 75 ადამიანია დაღუპული, 192 კი დაკარგულად ითვლება. ვულკანის მახლობლად ფერდობებზე მდებარე სოფლები ვულკანური ფერფლითა და ტალახითაა დაფარული.
ახალი ამოფრქვევის და ცხელი აირის გამო, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დროებით შეფერხდა.
ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ, 3 ათასი ადამიანია ევაკუირებული.
ვულკან ფუეგოს ამოფრქვევა მოულოდნელად მოხდა და განგაშის სიგნალი არ ჩართულა. ამოფრქვევის შემდეგ, ცხელი ფერფლისა და ლავის პიროკლასტური ნაკადი წარმოიქმნა.
გვატემალაში პირველი ამოფრქვევა 3 ივნისს დაიწყო.