გვატემალაში შტორმ „ეტას“ შედეგად 150 ადამიანი დაიღუპა
გვატემალაში შტორმ „ეტას“ შედეგად 150 ადამიანი დაიღუპა

გვატემალაში შტორმ „ეტას“ შედეგად 150 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ქვეყანაში სტიქიის შემდეგ სამაშველო ოპერაცია გრძელდება. სამხედროებს ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებში ჩასვლა უჭირთ. ჩახერგილია საავტომობილო გზები.

როგორც ვარაუდობენ, სტიქიის შედეგად გამოწვეულ მეწყერს რამდენიმე სოფელში სულ მცირე 100 ადამიანი ემსხვერპლა.

მანამდე შტორმმა „ეტამ“ ნიკარგაუასა და ჰონდურასსაც გადაუარა, სადაც ასევე გამოიწვია მსხვერპლი. ჰონდურასში სტიქიას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა. დაიტბორა ასობით სახლი.