გუუს ჰიდინკმა კარიერა დაასრულა #1TVSPORT
ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა გუუს ჰიდინკმა სამწვრთნელო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
„ბოლო დროს ისეთი აქტიური აღარ ვიყავი, როგორც ადრე. ამის მიზეზი – კორონავირუსია. ვესაუბრე კურასაოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, იმ აზრამდე მივედით, რომ უმჯობესია გარკვეული ხანი გავჩერდე. რამდენ ხანს გაგრძელდება პაუზა? უკვე აღარ ვგეგმავ მწვრთნელად მუშაობას და არ დავბრუნდები, როგორც ეს დიკ ადვოკაატმა გააკეთა“, – მოჰყავს ჰიდინკის სიტყვები Voetbal International-ს.
ნიდერლანდელი სპეციალისტის ბოლო სამუშაო ადგილი იყო კურასაოს ნაკრები, რომელსაც გასული სექტემბრიდან ედგა სათავეში.