გურჯაანში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, ყოფილი პიონერთა ბანაკი „ზიარი“ იყიდება
გურჯაანში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, ყოფილი პიონერთა ბანაკი „ზიარი“ იყიდება

გურჯაანში, სოფელ ზიარში, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, პროექტი – „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, ყოფილი პიონერთა ბანაკი „ზიარი“ ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. ობიექტი თითქმის სრულად ამორტიზებულია.

ქონების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, კურორტი ზღვის დონიდან 850 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და გამოირჩევა მრავალფეროვანი ბუნებითა და უნიკალური მიკროკლიმატით.

აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორმა სასტუმრო-კომპლექსის მოსაწყობად 4 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია უნდა განახორციელოს და არანაკლებ 30 ნომრიანი სასტუმრო ააშენოს.

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა, ტურისტულად აქტიურ ზონებში, უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო-კომპლექსები.