გურჯაანში, საცხოვრებელ სახლში ხანძარია
გურჯაანში, საცხოვრებელ სახლში ხანძარია

გურჯაანში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძარია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამედნიმე ეკიპაჟი, პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანა.

გურჯაანის მერის, არჩილ ხანდამაშვილის განცხადებით, არსებობს სხვა სახლებზე ხანძრის გადასვლის საფრთხე.

მისივე ინფორმაციით, სახლში მარტოხელა ქალი ცხოვრობდა და ჯერ უცნობია, ხანძრის გაჩენისას სახლში იმყოფებოდა თუ არა.

ადგილზე რამდენიმე რაიონის სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობს.