გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში სეტყვა მოვიდა. სეტყვამ საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა.
როგორც პირველ არხს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა განუცხადა, ალაზნის ველზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები არ დასეტყვილა.
„სეტყვამ მხოლოდ სოფელს გადაუარა, თუმცა რთული მდგომარეობაა შექმნილი სოფლის შიდა გზებზე, სანიაღვრე არხებმა ჭარბი ნალექი ვერ გაატარა და გზები ქვა-ღორღით გაივსო“, -განაცხადა ხანდამაშვილმა.
მისივე თქმით, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები მალე დაიწყება.