გურჯაანის სოფელ ბაკურციხეში სეტყვამ საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა

14:00, 10.05.2018

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში სეტყვა მოვიდა. სეტყვამ საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა.

როგორც პირველ არხს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა განუცხადა, ალაზნის ველზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები არ დასეტყვილა.

„სეტყვამ მხოლოდ სოფელს გადაუარა, თუმცა რთული მდგომარეობაა შექმნილი სოფლის შიდა გზებზე, სანიაღვრე არხებმა ჭარბი ნალექი ვერ გაატარა და გზები ქვა-ღორღით გაივსო“, -განაცხადა ხანდამაშვილმა.

მისივე თქმით, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები მალე დაიწყება.

მსგავსი