გურჯაანის საავადმყოფოს მესამე სართულიდან პაციენტი გადმოხტა და ადგილზე გარდაიცვალა
გურჯაანის საავადმყოფოს მესამე სართულიდან პაციენტი გადმოხტა და ადგილზე გარდაიცვალა. პირველადი ინფორმაციით, 78 წლის მამაკაცი სტაციონარში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი, უცნობია. გურჯაანის საავადმყოფოში ჯერჯერობით კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მამაკაცის ცხედარი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს გურჯაანის ფილიალშია გადასვენებული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.