გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ფერმაში ურთიერთშელაპარაკებას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითის მახლობლად ფერმაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1982 წელს დაბადებულმა გ.ა.-მა ცეცხლსასროლი იარაღით მუცლის არეში დაჭრა 1983 წელს დაბადებული ა.ი., რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, სამართალდამცავებმა დამნაშავე სოფელ კაზლარში, ცხელ კვალზე დააკავეს. ამოღებულია ნივთმტკიცება თოფი.
შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დაკავებულს 7 დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.