კახეთის რეგიონში მკვლელობა მოხდა, მოკლულია სამი პირი
კახეთის რეგიონში მკვლელობა მოხდა, მოკლულია სამი პირი

კახეთის რეგიონში მკვლელობა მოხდა. მოკლულია სამი პირი. ინფორმაციას ამის შესახებ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ადასტურებენ.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტს საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების ცენტრის მორიგე ექიმმა, ნინო ჩიტაძემ განუცხადა, სამივე პირი საავადმყოფოში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

ექიმის თქმით, სამივე მათგანს აღენიშნებოდა როგორც ცეცხლსასროლი იარაღით, ასევე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება წინანდალში მოხდა. ​

ოფიციალური კომენტარი მომხდარის შესახებ ჯერ არ გაკეთებულა.