გურიაში, სოფელ ნიგვზიანში ავარიისას დაშავებული ორი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა
გურიაში, სოფელ ნიგვზიანში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ორი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები ლანჩხუთის „მედალფას“ კლინიკაში არიან გადაყვანილები.
„ორი დაშავებული უმძიმეს მდგომარეობაშია. საუბარია 49 წლის ქალბატონზე და 12 წლის მოზარდზე. ამჟამად გამოძახებული გვყავს რეანომობილი, რათა მოხდეს მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების მაღალი დონის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა“,- განაცხადა შპს ,,მედალფას” ლანჩხუთის კლინიკის დირექტორმა, რევაზ კვერენჩხილაძემ.
ავარია გურიაში, სოფელ ნიგვზიანში დღეს საღამოს მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა რვა ადამიანი.