გურიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა რვა ადამიანი

21:05, 18.08.2019

გურიაში, სოფელ ნიგვზიანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა რვა ადამიანი.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები ლანჩხუთის „მედალფას“ კლინიკაში არიან გადაყვანილები.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი