გურიაში კორონავირუსზე 148 პირი გამოიკვლიეს, მათგან ვირუსი სამს დაუდასტურდა
გურიაში კორონავირუსზე 148 პირი გამოიკვლიეს, მათგან ვირუსი სამს დაუდასტურდა

გურიაში კორონავირუსზე 148 პირი გამოიკვლიეს, მათგან ვირუსი სამს დაუდასტურდა.

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში გუშინ გადაადგილება შეიზღუდა. სახელმწიფო რწმუნებული, ზურაბ ნასარაია მოსახლეობას მოუწოდებს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები დაიცვან, რათა კორონავირუსის გავრცელება თავიდან იქნას აცილებული.

,,გუშინ ავიღეთ 148 ნიმუში. ამ დროისათვის სამი დადებითი პასუხია, დანარჩენი კი უარყოფითია. დაბა ლაითურში მომატებული შემთხვევებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, აღნიშნულ სოფელში შეგვეზღუდა გადაადგილება დროებით, რასაც პრევენციის ხასიათი აქვს. გვინდა, გამკაცრდეს იზოლაციაში მყოფ პირთა კონტროლი. ლაითურის შესასვლში მოეწყო კარავი, მიმდინარეობს თერმოსკრინინგი და საეჭვო სიმპტომების მქონდე პირებს „პისარ“ კვლევა უტარდებათ“, – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.