გურიაში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გურიაში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 858 ახალი შემთხვევიდან 38 გურიაში გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოზურგეთის განყოფილების ინფორმაციით, მიმდინარეობს ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება.

„ოზურგეთში კორონავირუსის შემთხვევათა კლება შეინიშნება. ვაგრძელებთ მოსახლეობის გატესტვას. ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება. პანიკის საფუძველი არ არსებობს. ახლაც მიმდინარეობს ეპიდკვლევა და ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოზურგეთის განყოფილებაში.