გურიაში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გურიაში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 688 ახალი შემთხვევიდან 32 გურიაში დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოზურგეთის განყოფილების ინფორმაციით, მიმდინარეობს საეჭვო პაციენტების გატესტვა, ასევე ხორციელდება რისკ ჯგუფების გეგმიური ტესტირება.

„ოზურგეთში კორონავირუსის შემთხვევათა დინიმიკა ყოველდღიურად იცვლება. ხან მატების დინამიკა გვაქვს, ხანაც მათი კლება შეინიშნება. ვაგრძელებთ მოსახლეობის გატესტვას. მათ შორის ხდება გეგმიური ტესტირებები. ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება. ახლაც მიმდინარეობს ეპიდკვლევა და ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება“, – აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოზურგეთის განყოფილების ხელმძღვანელი, მაია ქუტიძე.