ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 395 ახალი შემთხვევიდან 20 გურიაში გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოზურგეთის განყოფილების ინფორმაციით, მიმდინარეობს ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება.
„ოზურგეთში ვაგრძელებთ მოსახლეობის გატესტვას. ვითარება მშვიდია. ვახორციელებთ „პისიარ“ კვლევებს. მოსახლეობას საშუალება აქვს სხვადასხვა ლოკაციაზე გაიკეთონ კვლევა. ახლაც მიმდინარეობს ეპიდკვლევა და ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოზურგეთის განყოფილებაში.