გურიაში კორონავირისით ინფიცირების 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გურიაში კორონავირისით ინფიცირების 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გურიაში კორონავირისით ინფიცირების 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ განუცხადა.

მისი თქმით, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების იმ სოფლებში, სადაც ეპიდსიტუაცია გართულდა ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება. მისივე თქმით, ორი კვირის შემდეგ მიღებული შედეგითა და ანალიზით დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯები.

„გუშინ ღამის მონაცემებით, სოფელ შრომაში საერთო ჯამში იყო 500-მდე პირია გატესტილი სწრაფი „პისიარ“ ტესტით. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, რამდენიმე სკოლა გადავიდა ონლაინსწავლების რეჟიმზე, ხოლო საბავშვო ბაღებმა ორი კვირით შეაჩერეს მუშაობა. ეს ღონისძიებები რაც ტარდება, მოიცავს ორკვირიან პერიოდს, როგორც თერმოსკრინინგის ნაწილი, ასევე სასწავლო პროცესი და ბაღების მზაობა. დამატებით ღონისძიებებს ამ ეტაპისთვის არ განვიხილავთ, ამას გვაჩვენებს ის ეპიდვითარება, რაც გვექნება შემდეგ კვირას და ორი კვირის თავზე. იქიდან მიღებული ანალიზით და ინფორმაციით დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა, გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ.

შეგახსენებთ, გურიის რამდენიმე სოფელში კორონავირუსის შემთხვევათა მატების გამო, კონტროლი გამკაცრდა. მოეწყო პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები. მოსახლეობას თერმოსკრინინგი უტარდება და მიმდინარეობს მასობრივი ტესტირება.