თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ძლიერი აფეთქება მოხდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქებას ნგრევა მოჰყვა.
დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის უწყება ინფორმაციას არ ფლობს.
სავარაუდოდ, აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.
ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია არის მობილიზებული.