გურამიშვილის გამზირზე ძლიერი აფეთქება მოხდა
გურამიშვილის გამზირზე ძლიერი აფეთქება მოხდა

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ძლიერი აფეთქება მოხდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქებას ნგრევა მოჰყვა.

დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის უწყება ინფორმაციას არ ფლობს.

სავარაუდოდ, აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.

ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია არის მობილიზებული.