გურამ მაჭარაშვილი - ყველას ვურჩევდი, საქართველოს ოპოზიციის მიერ დამზადებული ყალბი სათვალე მოიხსნან, რეალობას შეხედონ და საქართველოს შესახებ საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებები ნახონ
ყველას ვურჩევდი, საქართველოს ოპოზიციის მიერ დამზადებული ყალბი სათვალე მოიხსნან, რეალობას შეხედონ და საქართველოს შესახებ საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებები ნახონ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო ინსტიტუტები ამბობენ, რომ საქართველოში ეკონომიკა იზრდება, სამართლის უზენაესობის ინდექსით კანდიდატ და ბევრ წევრ ქვეყანას უსწრებს, გამჭვირვალობის მიხედვით პირველ ადგილზეა.
„ყველას ვურჩევდი, საქართველოს ოპოზიციის მიერ დამზადებული ყალბი სათვალე მოიხსნან, რეალობას შეხედონ და საქართველოს შესახებ საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებები ნახონ. ისინი ამბობენ, რომ საქართველოში ეკონომიკა იზრდება, საქართველო სამართლის უზენაესობის ინდექსით კანდიდატ და ბევრ წევრ ქვეყანას უსწრებს, ასევე, ქვეყანა გამჭვირვალობის მიხედვით პირველ ადგილზეა. ამ კონგრესმენთან კითხვა მაქვს, რას კითხულობს საქართველოს თაობაზე? თუ გვარამიას დაურეკა, ეტყოდა, რომ უბედურება ხდებოდა. თუ საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრიან, საერთაშორისო შეფასებებში ფულს ვიხდით და ამიტომ გვიწერენ მაღალ ნიშნულებს?“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
კონგრესმენმა ბილ კიტინგმა კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ორპარტიული „მეგობარი აქტი“, რომლის თანაავტორიც თავად არის, ნათლად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობისა და მათი გუნდის ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება.
ამავე სხდომაზე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა თქვა, რომ ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რომ მათ სურთ თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოში ცხოვრება. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა დემოკრატიის დასაცავად გმირულად იმოქმედა.