გურამ მაჭარშვილი - პრაქტიკულად შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავა გადაარჩინა, რომ მეტი დესტრუქციული ქმედებები არ ჩაედინა
გურამ მაჭარშვილი - პრაქტიკულად შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავა გადაარჩინა, რომ მეტი დესტრუქციული ქმედებები არ ჩაედინა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის მოსაზრებით, პრაქტიკულად შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავა გადაარჩინა, რომ გუშინდელ რიგგარეშე სხდომაზე მეტი დესტრუქციული ქმედებები არ ჩაედინა.

როგორც ჟურნალისტებს მაჭარაშვილმა განუცხადა, აბსურდულია, რომ ოპოზიციამ ეთიკის საბჭოში პაპუაშვილს იძულების აღკვეთის გამო უჩივლოს.

მაჭარაშვილის თქმით, თინა ბოკუჩავა სპიკერატის ადგილთან დესტრუქციული ქმედებების განსახორციელებლად მიდიოდა.

„თუ ვინმე მეტყვის, რომ თინა ბოკუჩავა კახა კუჭავასთან კონსულტაციების გამართვის მიზნით მიდიოდა ისტერიულ ფონზე, ეს არ ვიცი, მაგრამ პრაქტიკულად, პაპუაშვილმა ბოკუჩავას ისტერიის განეიტრალება მოახერხა. აქედან გამომდინარე, აბსურდულია, რომ ოპოზიციამ ეთიკის საბჭოში პაპუაშვილს იმისთვის უჩივლოს, რომ აღკვეთა იძულება, რადგან ის სპიკერთან იმიტომ მიდიოდა, რომ ძალადობრივი, დესტრუქციული ქმედებები განეხორციელებინა”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

დატოვე კომენტარი