გურამ მაჭარაშვილი - სალომე ზურაბიშვილმა გადახედოს ამერიკის თავდაცვის მინისტრის განცხადებას, რომელიც ეწინააღმდეგება პრეზიდენტის პოზიციას
გურამ მაჭარაშვილი - სალომე ზურაბიშვილმა გადახედოს ამერიკის თავდაცვის მინისტრის განცხადებას, რომელიც ეწინააღმდეგება პრეზიდენტის პოზიციას

სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები უნისონში მოდის ხოლმე რადიკალური ოპოზიციის განცხადებებთან, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, სადაც პრეზიდენტი ამბობს: „ჩვენი დეფეტიზმი უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას. ამის არც ახსნა შემიძლია, არც გაგება და არც გაზიარება“.

მაჭარაშვილის თქმით, კარგი იქნება, თუ საქართველოს პრეზიდენტი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, კონსტიტუციის შესაბამისად  იმოქმედებს.

„კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს პარლამენტი და მთავრობა აღასრულებს.  პრეზიდენტი თუ მაინც აკეთებს განცხადებებს, საქართველოს სასარგებლოდ და არა მის საწინააღმდეგოდ გააკეთოს. უნდა გაითვალისწინოს, რომ ხელისუფლება არჩეულია საზოგადოების უმეტესობის მიერ და მისი ნებისმიერი განცხადება, რომელიც მას არ ევალება, უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის ინტერესებს. გადახედოს ამერიკის თავდაცვის მინისტრის განცხადებას, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის პრეზიდენტის პოზიციასთან“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველომ გააღრმავა კავშირები დასავლეთთან და განამტკიცა თავისი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.