გურამ მაჭარაშვილი - სალომე ზურაბიშვილის დამახასიათებელი ნიშანი არაადეკვატურობაა, რაც შეეხება არასამთავრობოებს, კარგი სახელი მოიფიქრეს, მათი ბოლო გაჩერება იქნება თავისუფლების მოედანი 26 ოქტომბერს​
გურამ მაჭარაშვილი - სალომე ზურაბიშვილის დამახასიათებელი ნიშანი არაადეკვატურობაა, რაც შეეხება არასამთავრობოებს, კარგი სახელი მოიფიქრეს, მათი ბოლო გაჩერება იქნება თავისუფლების მოედანი 26 ოქტომბერს​

​კანონი ანტიკონსტიტუციური რომ ყოფილიყო, ალბათ აქამდე სარჩელს ათჯერ შეიტანდნენ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სარჩელის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის დამახასიათებელი ნიშანი არაადეკვატურობაა.

„იმ საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებასაც არ ცნობს, თავად უნდა, რომ საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანოს. რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, კარგი სახელი მოიფიქრეს – მათი ბოლო გაჩერება იქნება თავისუფლების მოედანი 26 ოქტომბერს. ქართველი ხალხი დაინახავს, ვინ იქნება საქართველოს მოყვარე და მტერი. კანონი ანტიკონსტიტუციური რომ ყოფილიყო, ალბათ აქამდე სარჩელს ათჯერ შეიტანდნენ. ამბობდნენ, მძიმე და წერტილიც კი რუსულიაო და აქამდე შეიტანდნენ სარჩელს. რომ წაიკითხეს, ეტყობა, ნახეს, რომ მთლად ანტიკონსტიტუციური არ არისო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.