გურამ მაჭარაშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტი და ევროკავშირის სტრუქტურები არჩევნებამდე დემოკრატიის უკუსვლაზე რა განცხადებებსაც გააკეთებენ, იქნება საქართველოსთვის სამწუხარო სავაჭრო საგანი
გურამ მაჭარაშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტი და ევროკავშირის სტრუქტურები არჩევნებამდე დემოკრატიის უკუსვლაზე რა განცხადებებსაც გააკეთებენ, იქნება საქართველოსთვის სამწუხარო სავაჭრო საგანი

სახელმწიფო დეპარტამენტი და ევროკავშირის სტრუქტურები საპარლამენტო არჩევნებამდე რა განცხადებებსაც გააკეთებენ დემოკრატიის უკუსვლასა და სხვა საკითხებზე, ეს არის საქართველოსთვის სამწუხარო ვაჭრობის საგანი, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი და ევროკავშირის სტრუქტურები საქართველოსთან ურთიერთობებს აუცილებლად გადატვირთავენ.

​„სახელმწიფო დეპარტამენტი და ევროკავშირის სტრუქტურები საქართველოსთან ურთიერთობებს აუცილებლად გადატვირთავენ, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებამდე რა განცხადებებიც გაკეთდება დემოკრატიის უკუსვლასა და ასე შემდეგ, ეს არის მხოლოდ სამწუხარო სავაჭრო საგანი საქართველოსთვის. სხვა ნებისმიერი მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ საქართველო ყველა მაჩვენებელში დაწინაურებულია და ეს არის მსოფლიო ინსტიტუტების შეფასებები, არჩევნების შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტი და ევროკავშირის სტრუქტურები საქართველოსთან პოზიტიური მიმართულებით გადატვირთავენ“, – განაცხადა გურამ მაჭარშვილმა.