გურამ მაჭარაშვილი - რადიკალური ოპოზიცია ფოკუსს ვერ ასწორებს, მიაჩნიათ, რომ მათი ლეგიტიმაციის წყარო არა ხალხია, არამედ უცხოეთიდან აქტორები
გურამ მაჭარაშვილი - რადიკალური ოპოზიცია ფოკუსს ვერ ასწორებს, მიაჩნიათ, რომ მათი ლეგიტიმაციის წყარო არა ხალხია, არამედ უცხოეთიდან აქტორები

რადიკალური ოპოზიცია ფოკუსს ვერ ასწორებს, მხოლოდ საკუთარ ინტერესებს ერგება. მიაჩნიათ, რომ მათი ლეგიტიმაციის წყარო არა ხალხი, არამედ უცხოეთიდან აქტორები არიან, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, 26 ოქტომბერს მარტივი არჩევანი იქნება – სიკეთესა და ბოროტებას შორის.

„რადიკალური ოპოზიცია ფოკუსს ვერ ასწორებს და მხოლოდ საკუთარ ინტერესებს ერგება. მიაჩნიათ, რომ მათი ლეგიტიმაციის წყაროა არა ხალხი, არამედ უცხოეთიდან აქტორები. ვნახეთ, რომ „ლელო“ ფეხებს აბაკუნებდა, მარტო ვიქნებითო, მაგრამ რამდენიმე პარტია მიუსვეს, მათ შორის „თავისუფლების მოედანი“, რომელიც არასამთავრობო სექტორმა შექმნა. თავისუფლების მოედანი 26 ოქტომბერს მათი ბოლო გაჩერება იქნება. გახარიაც ფეხებს აბაკუნებდა და ამბობდა, მარტო ვიქნებიო, არავინ ვარგაო, მაგრამ ვნახეთ, ნელ-ნელა ხაზარაძეს ეხუტება და ივიწყებს, მის წინააღმდეგ ცუდი არაფერი მითქვამსო. იმ სცენარს ვხედავთ, რაც ოპოზიციაში უცხოური ძალის მიერ ლაგდება. 26 ოქტომბერს მარტივი არჩევანი იქნება – სიკეთესა და ბოროტებას შორის“, – განაცხადა გურამ ამჭარაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის კონფიგურაციას, როგორც გურამ ამჭარაშვილი აცხადებს, „მათ სათქმელი არაფერი აქვთ და საზოგადოებას ვერც ვერაფერს სთავაზობენ“.

„საზოგადოებას მხოლოდ იმას სთავაზობენ, ვინ უფრო შეასწრებს პარლამენტში. მხოლოდ იმიტომ მუშაობენ, რომ პარლამენტში მოხვდნენ და არა იმიტომ, რომ ჩვენზე უკეთესი გეგმა აქვთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.