გურამ მაჭარაშვილი - რადიკალურ ოპოზიციაშიც კი თანხმდებიან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პირდაპირ ეწევა მავნებლურ საქმიანობას, მტრობენ და ამით ამაყობენ
გურამ მაჭარაშვილი - რადიკალურ ოპოზიციაშიც კი თანხმდებიან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პირდაპირ ეწევა მავნებლურ საქმიანობას, მტრობენ და ამით ამაყობენ

საკონსტიტუციო სასამართლომ კონკრეტული პარტია პირდაპირ აკრძალა მოლდოვაში, რომელსაც კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს და მას ევროინტეგრაციის გზაზე არანაირი პრობლემა არ აქვს, პირიქით, გვეუბნებიან, რომ ჩვენთვის მაგალითი უნდა იყოს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა სოზარ სუბარის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსი პარტიის არსებობა არავის უნდა.

„რადიკალურ ოპოზიციაშიც კი თანხმდებიან იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პირდაპირ ეწევა მავნებლურ საქმიანობას, მტრობენ და ამით ამაყობენ. მათი ლიდერების გამოსვლები ნახეთ, სადაც ამბობენ, რომ არა მხოლოდ ბოდიშს არ მოიხდიან, არამედ წარსულით ამაყობენ. მათ არათუ სინანული აქვთ, არამედ მათი სურვილია, ხელისუფლება უკანონოდ დაამხონ და ქვეყანაში ის უბედურებები მოიტანონ, რაც მოჰქონდათ. ქვეყანაში ასეთი პარტიის არსებობა არავის უნდა. ახლა რატომ გაგვახსენდა? ეს ყოველთვის გვახსოვდა. ცხრა წელზე ჩვენ კი არ ვლაპარაკობთ, თავად ახსენებენ საზოგადოებას თავიანთ თავს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.