გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში რაც ხდება, საზოგადოება საბოლოო განაჩენს 26 ოქტომბერს გამოუტანს და ეტყვის - კარგად ბრძანდებოდეთ
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში რაც ხდება, საზოგადოება საბოლოო განაჩენს 26 ოქტომბერს გამოუტანს და ეტყვის - კარგად ბრძანდებოდეთ

ოპოზიციის ფლანგზე რაც ხდება, საზოგადოება საბოლოო განაჩენს 26 ოქტომბერს გამოუტანს და ორ სიტყვას ეტყვის: კარგად ბრძანდებოდეთ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ როლებს როგორ გადაანაწილებს, მათი ფანტაზიის შედეგი იქნება.

„ოპოზიციის ფლანგზე რაც ხდება, საზოგადოება საბოლოო განაჩენს 26 ოქტომბერს გამოუტანს და ორ სიტყვას ეტყვის: კარგად ბრძანდებოდეთ. ოპოზიციაში ორი ადამიანიც კი ვერ ნახეს, ვინც ერთდროულად ერთსა და იმავე შინაარსის განცხადებას გააკეთებს. „ნაცმოძრაობა“ ცალ-ცალკე გამოჰყავთ და ცდილობენ, იქნებ მესამე ძალა შექმნან, ვისაც ხუთპროცენტიან ბარიერს გადაალახინებენ. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არსებობს, რომელიც როლებს როგორ გადაანაწილებს, ეს მათი ფანტაზიის შედეგი იქნება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.