გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში გაერთიანებები ვაშაძის დასალაგებელი რომ გახდება, უკვე ადვილი მისახვედრია, რომ 26 ოქტომბერს მარცხისთვის არიან განწირული
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში გაერთიანებები ვაშაძის დასალაგებელი რომ გახდება, უკვე ადვილი მისახვედრია, რომ 26 ოქტომბერს მარცხისთვის არიან განწირული

ოპოზიციაში გაერთიანებები ვაშაძის დასალაგებელი რომ გახდება, უკვე ადვილი მისახვედრია, რომ 26 ოქტომბერს მარცხისთვის არიან განწირული, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „ლელოს“ და პარტია „საქართველოსთვის“ გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

„„ლელო“ და გახარია ერთმანეთს აშკარად და საჯაროდ აღარ მტრობენ. სამწუხაროდ, მათი გაერთიანებაც არავის გაუკვირდება იქიდან გამომდინარე, რომ, გამოკითხვებით, 5 ნომრის გარდა, ვერცერთი ვერ ლახავს ბარიერს. ამიტომ, ვაშაძის ნარატივი, როგორმე „ლელო“ და გახარია გაერთიანდნენ, ნიშნავს, რომ განწირული არიან, 26 ოქტომბერს მარცხი დე იურედ გაფორმდეს. უცხოურმა ძალამ ოპოზიციაში როგორი კონფიგურაციაც არ უნდა დაალაგოს, 30 მანდატს მაინც ვერ გასცდებიან, რაც შეიძლება, ოპოზიციას ჰქონდეს. „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველზეა დამოკიდებული, ამ მანდატებს „ნაცმოძრაობა“ აიღებს თუ გადაანაწილებენ. ოპოზიციის გადანაწილება ერთი სცენარია, ერთი პატრონი ჰყავთ. მათი სურვილია, ბარიერი, 5 ნომრის გარდა, სხვასაც გადაალახვინონ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.