გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციამ სანქციების საკითხი ტრაგიკომიკურ ჭრილში გადაიყვანა, ადრე იძახდნენ, გზაშიაო, ახლა ამბობენ, სანქციები გაქვთო
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციამ სანქციების საკითხი ტრაგიკომიკურ ჭრილში გადაიყვანა, ადრე იძახდნენ, გზაშიაო, ახლა ამბობენ, სანქციები გაქვთო

ოპოზიციამ სანქციების საკითხი ტრაგიკომიკურ ჭრილში გადაიყვანა. ადრე ამბობდნენ, გზაშიაო, ახლა ამბობენ, სანქციები გაქვთო. თუ ოპოზიცია სიზმარშია, ჩვენ ცხადში ვცხოვრობთ და სანქციები არ არის, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სანქციები არ არის პარტნიორული ურთიერთობების საკითხი.

„ოპოზიციამ სანქციების საკითხი ტრაგიკომიკურ ჭრილში გადაიყვანა. ადრე ამბობდნენ, გზაშიაო, ახლა ამბობენ, სანქციები გაქვთო. არ ვიცი, ანესთეზია თუ გაგვიკეთეს და ვერ ვგრძნობთ. სანქციები არავის აქვს. სანქციები არ არის პარტნიორული ურთიერთობების საკითხი. არა იმიტომ, რომ ეს არ შეუძლიათ, არამედ იმიტომ, რომ ეს არ არის ჩვენი სამომავლო საკითხი ევროკავშირისა და ამერიკის ბოლო მესიჯებიდან. რითი ვერ მიხვდნენ, რომ საქართველოს ერთიანობასა და სუვერენიტეტზეა საუბარი? როდესაც ისინი ამბობენ, რომ სანქციები ჯერ გზაში იყო და ახლა, წესით, ჩვენამდეა მოსული, თუ ოპოზიცია სიზმარშია, ჩვენ ცხადში ვცხოვრობთ და რეალურად ეს სანქციები არ არის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.