გურამ მაჭარაშვილი - „ნაცმოძრაობა“ ძველი და ახალი სტილით არსებობს, თანამდებობები ვერ გაიყვეს და ერთმანეთს დაერივნენ, 26 ოქტომბერს მათი დე ფაქტო მარცხი დე იურედ გაფორმდება
გურამ მაჭარაშვილი - „ნაცმოძრაობა“ ძველი და ახალი სტილით არსებობს, თანამდებობები ვერ გაიყვეს და ერთმანეთს დაერივნენ, 26 ოქტომბერს მათი დე ფაქტო მარცხი დე იურედ გაფორმდება

„ნაცმოძრაობა“ არსებობს ძველი და ახალი სტილით, ახლა ერთმანეთს დაერივნენ, რადგან თანამდებობები ვერ გაიყვეს, ეს არავის უკვირს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“გენერალურმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, 26 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის“ დე ფაქტო მარცხი დე იურედ გაფორმდება.

„„ნაცმოძრაობა“ არსებობს ძველი და ახალი სტილით. ახლა ერთმანეთს დაერივნენ, რადგან თანამდებობები ვერ გაიყვეს, ეს არავის უკვირს. 26 ოქტომბერს მათი დე ფაქტო მარცხი დე იურედ გაფორმდება. რაც შეეხება ახალ სახეებს, რომელი სახე იყო ახალი? კორძაია, რომელიც „ნაცმოძრაობის“ სიით შემოვიდა, შემდეგ გავიდა, იდეოლოგია არ მომწონსო და ახლა ისევ დაბრუნდა, ჯაფარიძის ძმაა ახალი სახე თუ არმაზ ახვლედიანი, რომელსაც პარტია არ დარჩა, რომ არ იყოს ნამყოფი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.