გურამ მაჭარაშვილი - ლიბერალური ფაშიზმი მარცხდება, იმარჯვებს საქართველოს სწორი კურსი, რაც მშვიდობასა და ოჯახის დაცვას გულისხმობს
გურამ მაჭარაშვილი - ლიბერალური ფაშიზმი მარცხდება, იმარჯვებს საქართველოს სწორი კურსი, რაც მშვიდობასა და ოჯახის დაცვას გულისხმობს

ლიბერალური ფაშიზმი მარცხდება, იმარჯვებს საქართველოს სწორი კურსი, რაც მშვიდობასა და ოჯახის დაცვას გულისხმობს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილს საქართველოსთან დაკავშირებით ლატვიის პრეზიდენტის განცხადებაზე დაუსვეს კითხვა.

„ლატვიის პრეზიდენტს გამოთქმა ავიწყდება: ყველამ თავის არეულ თუ დალაგებულ სახელმწიფოს უნდა მიხედოს. პასუხი გაგვცეს კითხვაზე: ლატვიამ რატომ გაზარდა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები? დარწმუნებული ვარ, ლატვიის პრეზიდენტს თავისივე საზოგადოება არ ეთანხმება. როგორც ჩანს, თანამედროვე მსოფლიოში ინფორმაციებს ჩამორჩა – უკვე ლიბერალური ფაშიზმი მარცხდება. იმარჯვებს და აუცილებლად გაიმარჯვებს საქართველოს სწორი კურსი, რაც მშვიდობასა და ოჯახის დაცვას გულისხმობს. „გლობალური ომის პარტია“ შედგება როგორც უცხოელი, ასევე ქართველი აქტორებისგან. ლოკალური ომის პარტია, „ნაცმოძრაობის“ სახით, იკვებება  სწორედ „გლობალური ომის პარტიისგან“, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი, ჭანჭიკის სახით, იყო სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, რომელსაც, სამწუხაროდ, ასეთ განცხადებებს აკეთებინებენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.