გურამ მაჭარაშვილი - გიორგი ვაშაძეს მილიონი ხელმოწერის შეგროვება რომ შეეძლოს, უცხოეთში სადარბაზოსთან არ მისცემდა ინტერვიუებს, მგონი, მხარდამჭერები ახლობლებიდანაც არ ეყოლება
გიორგი ვაშაძეს მილიონი ხელმოწერის შეგროვება რომ შეეძლოს თავის სასარგებლოდ, უცხოეთში რომ მიდის, სადარბაზოსთან არ მისცემდა ინტერვიუებს და პარლამენტში ოთხი რომ შემოვიდა და ორი დარჩა, ასე არ მოხდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.
მაჭარაშვილი გამოეხმაურა გირჩი – მეტი თავისუფლების“, „დროას“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კამპანიას „მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის“.
გურამ მაჭარაშვილის თქმით, გიორგი ვაშაძეს მხარდამჭერები არ ჰყავს.
„გიორგი ვაშაძე ტრიბუნასთან რომ პოზირებს და ხან მარცხნივ იხედება, ხან მარჯვნივ, ეს არ ნიშნავს, რომ მას მხარდამჭერები ჰყავს. გუშინაც გამოაჩინა ის, რომ აქეთ-იქით მაგიდებს ურტყამდა და თან ყვიროდა, აბა, მიდით, გამიყვანეთო – მანდატურებს დაჭერობანას ეთამაშებოდა. თან ამბობდა, კონსტიტუციიდან გამომდინარე, სხდომა ჩავატაროთო. მგონი, მას მხარდამჭერები საკუთარი ახლობლებიდანაც არ ეყოლება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.