გურამ მაჭარაშვილი - დასანანია, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს ძალა არ ეყოთ და სიმართლის მხარე ვერ შეინარჩუნეს
გურამ მაჭარაშვილი - დასანანია, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს ძალა არ ეყოთ და სიმართლის მხარე ვერ შეინარჩუნეს

დასანანია, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პრინციპულობა არ აღმოაჩნდათ, როცა  სამშობლოსა და კონსტიტუციის დაცვის საკითხი დადგა, მათ ძალა არ ეყოთ და სიმართლის მხარე ვერ შეინარჩუნეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და ისტორია იწერება.

„ეს ძალიან დასანანია, მაგრამ ჭკუის სასწავლებელი. საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს, ისტორია იწერება. ისე არ არის, ზეწოლას ვეღარ გავუძელი და გადაწყვეტილებას მივიღებო. არ ვიცი, ასეთი არასწორი და დასანანი გადაწყვეტილება, მაგრამ შესაბამისი ზეწოლა იყო, ამას სხვა ახსნას ვერ ვუძებნი – ზეწოლა უცხოური ძალებისგან. ძალიან კარგად მიხვდნენ, რაშიც იყო საქმე. აქ ფარცხალაძის დაცვაზე არ იყო საუბარი. მიხვდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვიცავდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ისე აღმოჩნდა, რომ პრინციპულობა არ ჰქონდათ საქართველოს მოქალაქეების დაცვის“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

გუშინ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ.