გურამ მაჭარაშვილი - ჩვენი დღევანდელი განცხადება საზოგადოებისთვის სიახლე არ არის, სამწუხაროდ, აგენტურის ქსელი რომ არსებობს სახელმწიფოში, ეს ბუნებრივი მოვლენაა
საზოგადოებას დავპირდით, რომ ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა ხდებოდა სახელმწიფოსთან მიმართებაში. ფაქტობრივად, ამ ეტაპამდე, საზოგადოება ამ ინფორმაციით შევაიარაღეთ და საზოგადოების მხრიდან არ არსებობს ლეგიტიმაცია არანაირი რადიკალური პროცესების, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ხალხის ძალა“ გააგრძელებს საზოგადოების სწორ ინფორმირებას.
„ჩვენი დღევანდელი განცხადება საზოგადოებისთვის სიახლე არ არის – სამწუხაროდ, აგენტურის ქსელი რომ არსებობს სახელმწიფოში, ეს ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა გვინდა, ლოგიკურად გავაგრძელოთ ის პროცესი, რასაც ჰქვია საზოგადოების ინფორმირება. წინა წერილებში ლოგიკურად დავაკავშირეთ ფაქტები ერთმანეთთან და იმ დასკვნამდე მივედით, რომ საქართველოში რადიკალური ოპოზიციის და არასამთავრობი ორგანიზაციების ნაწილი ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ ნაბიჯებს დგამდნენ, სამწუხაროდ, ამ ფაქტების ლოგიკური კავშირით აღმოჩნდა, ამ ამის წამახალისებელი და კოორდინატორიც ამერიკის საელჩო იყო. სახელმწიფოში იქნები ამერიკის თუ ოკუპანტი სახელმწიფოს აგენტი, ეს არის მიუღებელი. საზოგადოება უნდა იყოს საქმის კურსში რა ხდება სახელმწიფოში. ამით ერთგვარ პრევენციას ვაკეთებთ, რომ აღქმული არ იყოს ისე, რომ არსებობს ისეთი ქვეყანა, რომლის აგენტად ყოფნა მიღებული იყოს, ეს ასე ნამდვილად არ არის“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
მოძრაობამ „ხალხის ძალა“ დღეს განცხადება გამოაქვეყნა.