გურამ მაჭარაშვილი - ბიძინა ივანიშვილს სანქციებით რაც არ უნდა დაემუქრონ უცხოეთიდან, ეს ვეღარ ჭრის, მას სანქციები არ აინტერესებს, რადგან სასწორზე საქართველოს ბედი დგას
ბიძინა ივანიშვილს სანქციებით რაც არ უნდა დაემუქრონ უცხოეთიდან, ეს ვეღარ ჭრის. იმ ადამიანის წინააღმდეგ რომ მიდიხარ, ვინც საკუთარ რესურსებს თავისი ქვეყნისთვის გადადებს, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს საზოგადოების უმრავლესობის წინააღმდეგ მიდიხარ, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ასეთი პოლიტიკური ორგანიზაცია ხალხის თვალში ნდობას ვერასოდეს დაიმსახურებს.
„რადიკალურ ოპოზიციას მეთოდები დაუძველდა. საკუთარი ფულის დაცვა ყველას აინტერესებს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს სანქციები არ აინტერესებს, რადგან სასწორზე დგას საქართველოს ბედი და ამ ადამიანმა ყოველთვის საქართველოს სასარგებლოდ გადაწონა და არა – პირადი სახსრების. ბიძინა ივანიშვილს სანქციებით რაც არ უნდა დაემუქრონ უცხოეთიდან, ეს ვეღარ ჭრის. ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ საქართველოს უახლესი ისტორია არ იციან – იმ ადამიანის წინააღმდეგ რომ მიდიხარ, ვინც საკუთარ რესურსებს თავისი ქვეყნისთვის გადადებს, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს საზოგადოების უმრავლესობის წინააღმდეგ მიდიხარ. ასეთი პოლიტიკური ორგანიზაცია ხალხის თვალში ნდობას ვერასოდეს დაიმსახურებს. „ნაცების“ ერთ-ერთმა ანასხლეტმა რაც გააკეთა, როცა სავარძელი გამოიტანეს, უკვე სასაცილოც აღარ არის. ბოლოს „ნაცმოძრაობაში“ სავარძელი დარჩა, რომელიც გასაყიდად გამოიტანეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილთან ერთად შეხვედრები გამართა აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსთან, კრის სოჩასთან, სადაც, მისი თქმით, სანქციების საკითხიც იყო განხილული.