ჰოლანდიური ვებგვერდი Sportnieuws.nl იტყობინება, რომ დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრების მცველი გურამ კაშია ვაკო ყაზაიშვილს შეუერთდება და კარიერას “სან ხოსეში” გააგრძელებს.
MLS-ის კლუბსა და “ვიტესს” შორის მოლაპარაკებები დასასრულს მიუახლოვდა. დასაზუსტებელია რამდენიმე დეტალი, რის შემდეგაც, “სან ხოსე” გურამთან რამდენიმე წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
შეგახსენებთ, რომ კაშია და ყაზაიშვილი “ვიტესში” ადრე ერთად თამაშობდნენ.