გურამ კაშიამ შესაძლოა კარიერა “სან ხოსეში” გააგრძელოს

19:57, 09.06.2018

ჰოლანდიური ვებგვერდი Sportnieuws.nl იტყობინება, რომ დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრების მცველი გურამ კაშია ვაკო ყაზაიშვილს შეუერთდება და კარიერას “სან ხოსეში” გააგრძელებს.

MLS-ის კლუბსა და “ვიტესს” შორის მოლაპარაკებები დასასრულს მიუახლოვდა. დასაზუსტებელია რამდენიმე დეტალი, რის შემდეგაც, “სან ხოსე” გურამთან რამდენიმე წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ კაშია და ყაზაიშვილი “ვიტესში” ადრე ერთად თამაშობდნენ.

მსგავსი