გურამ კაშია: სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში!
გურამ კაშია: სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში!

საქართველოს ნაკრების ვიცე–კაპიტანმა, გურამ კაშიამ თავისი ფეისბუქის გვერდიდან მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის.

“მადლობა გორში და ქუთაისში მოსულ მაყურებელს! დიდი მადლობა ვინც ამ ორი თამაშის განმავლობაში მხარი დაუჭირა ჩვენს ნაკრებს! მე, სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში! შევხვდებით 2018-ში”. – წერს კაშია სოციალურ ქსელში.

არნემის “ვიტესის” ქართველი კაპიტანი გულშემატკივართა გარკვეულმა ნაწილმა ჰოლანდიის ჩემპიონატის ერთ–ერთ მატჩში ცისარტყელას ფერებში გაწყობილი კაპიტნის სამკლავურით (LGBT პირების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში) თამაშის გამო გააკრიტიკა და მისი ნაკრებიდან გაძევებაც კი მოითხოვა.

გურამ კაშიამ საქართველოს ნაკრებში 59 მატჩი ჩაატარა, ჰოლანდიურ კლუბში კი 2010 წელს დინამო თბილისიდან გადავიდა და რამდენიმე სეზონში გუნდის კაპიტანი და ფანების ფავორიტი გახდა.