გურამ ჩალაგაშვილი - ქიბარ ხალვაში აპირებს გაასხვისოს 70 მილიონიანი დავალიანების მქონე ტელევიზია, ვინ იყიდის „რუსთავი 2“-ს თავისი დავალიანებით, მგონი ყველასთვის ცნობილია
გურამ ჩალაგაშვილი - ქიბარ ხალვაში აპირებს გაასხვისოს 70 მილიონიანი დავალიანების მქონე ტელევიზია, ვინ იყიდის „რუსთავი 2“-ს თავისი დავალიანებით, მგონი ყველასთვის ცნობილია

ქიბარ ხალვაში აპირებს გაასხვისოს 70 მილიონიანი დავალიანების მქონე ტელევიზია, ვინ იყიდის „რუსთავი 2“-ს თავისი დავალიანებით, მგონი ყველასთვის ცნობილია, – ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა, გურამ ჩალაგაშვილმა განაცხადა.

„გავიგეთ ქიბარ ხალვაშის განცხადება, რომლისაც არ არის ტელევიზია, რომ აპირებს გაასხვისოს 70 მილიონიანი დავალიანების მქონე ტელევიზია. ვინ იყიდის ამას, თავისი დავალიანებით, მე მგონი ყველასთვის ცნობილია. სახელი და გვარი გურამ ჩალაგაშვილი ეწერება და თუ ნებისმიერი სხვა, მნიშვნელობა არ აქვს. თავად ივანიშვილმა თქვა ადრე, რომ ქიბარ ხალვაში იყო ნომინალური ფიგურა. ის ამ სიტყვებს დღესაც ასრულებს. ხალვაში არის ნომინალური ფიგურა. მისი არ არის ტელევიზია. მას ახლა ამას გააყიდინებენ. იყიდის ვიღაც ახალი ნომინალური ფიგურა. ხალვაშს არ ენდობიან, როგორც მივხვდი საბოლოო ჯამში, რადგან არაერთხელ მოატყუა ივანიშვილი. ხალვაშს 70 მილიონიდან დარჩება 70 ლარი და ამით დაასრულებს ის ურთიერთობას ივანიშვილთან თავისი „რუსთავი 2“-ით.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასე არ მოხდეს. მოვისმინეთ ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის განცხადებაც, რომ ისინიც აპირებენ შეიტანონ სარჩელი და ასე რომ, ასე მარტივად არამგონია გამოვიდეს. მაგრამ იმ სასამართლოს პირობებში, რომელმაც დღეს საქართველოს აჩუქა 19 პოლიტპატიმარი, ვფიქრობ ყველაფერია მოსალოდნელი. არანაირი ობიექტურობის და არანაირი დემოკრატიის გარანტიას ეს სასამართლო არ იძლევა, რადგან ესენი არიან ჩვეულებრივი ყურმოჭრილი მონები“,- აცხადებს ჩალაგაშვილი.