გუგული მაღრაძე - პარტია გადაწყვეტს, ვის და როგორ დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე, ველოდები გადაწყვეტილებას
გუგული მაღრაძე - პარტია გადაწყვეტს, ვის და როგორ დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე, ველოდები გადაწყვეტილებას

საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატის მხარდაჭერის საკითხზე ველოდები პარტია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, პარტია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი არ არის, მასში უამრავი ადამიანია, – ასე პასუხობს უმრავლესობის დეპუტატი გუგული მაღრაძე ჟურნალისტების კითხვას, პრეზიდენტობის რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში.

რაც შეეხება იმას, დაუჭერს თუ არა მხარს „ქართული ოცნება“ დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის, გუგული მაღრაძის თქმით, გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი.

„პარტია გადაწყვეტს, ვის და როგორ დაუჭერს მხარს. დაველოდოთ, ხვალ ყველაფერი ცნობილი იქნება და იმის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ველოდები პარტიის გადაწყვეტილებას. პარტია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი არ არის, მასში არის უამრავი ადამიანი და რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს უმრავლესობა, იმას გავიზიარებთ“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

ამასთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საპრეზიდენტო კანდიდატების წარდგენის ვადა 8 სექტემბერს იწურება. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა კი, სავარაუდოდ, 9 სექტემებრს გაიმართება.