საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოზიცია სავარაუდოდ 9 სექტემბერს გახდება ცნობილი
საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოზიცია სავარაუდოდ 9 სექტემბერს გახდება ცნობილი

პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა სავარაუდოდ, 9 სექტემბერს გაიმართება.

პირველი არხის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვას კვირას გეგმავს, სადაც განსახილველი ერთ-ერთი საკითხი ის იქნება, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი გუნდი რა ფორმით ჩაერთვება.

არსებული ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე მსჯელობა პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე განსახილველ საკითხებზეც გაიმართება.

ამასთან, საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენის ვადა 8 სექტემბერს იწურება.