გუფთა-ონის გზის 10 კმ-იანი მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუფთა-ონის გზა ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ერთადერთი გზაა მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის ონის მუნიციპალიტეტთან დასაკავშირებლად.
უწყების ცნობით, არსებული გზა ძლიერ დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტი შეფერხებით გადაადგილდებოდა.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: ახალი ასფალტ-ბეტონის საფარის, ტროტუარების, წყალგამტარი მილების, საყრდენი კედლების და ავტოპავილიონების მოწყობა. ასევე უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებები, კერძოდ: საგზაო ნიშნების, დამცავი ზღუდარების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.
ამ დროისთვის, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.