გუდაურში ზამთრის სეზონი ოფიციალურად დღეს გაიხსნება. სათხილამურო კუტორტზე ქართველ დამსვენებელთან ერთად უცხოელ ტურისტებსაც ელიან. გუდაურში 70 კმ -იანი სულ 22 სათხილამურო გზაა, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურისთვის.
ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს გუდაურში ამინდი დაბრკოლებას არც წელს შეუქმნის. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, სპეციალურად თოვლის საფრქვევების მეშვეობით, უნალექობის შემთხვევაშიც კი ტრასაზე ყოველთვის თოვლის იდეალური საფარი იქნება.
ხელოვნური გათოვლიანების სისტემის გარდა, დამონტაჟებულია ღამის განათებაც, შესაბამისად ვიზიტორებს სრიალი დღის და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეეძლებათ.