გუდაურში სათხილამურო ტურნირ Dipski2018-ის 20-მდე მონაწილე დააჯილდოვეს - ფოტოამბავი
გუდაურში სათხილამურო ტურნირ Dipski2018-ის 20-მდე მონაწილე დააჯილდოვეს - ფოტოამბავი

გუდაურში სათხილამურო შეჯიბრ Dipski2018-ის 20-მდე მონაწილე დააჯილდოვეს. დიპლომატებს შორის გამართული ტურნირი საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთის კურორტების განვითარების სააგენტოს მიერ არის ორგანიზებული.

შეჯიბრში, რომელიც უკვე მეორედ ჩატარდა, მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა.

ტურნირი საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ გახსნა. მინისტრმა ზამთრის კურორტების პოტენციალსა და მის განვითარებაზე ისაუბრა.

 

 

ფოტო: დავით ბანცაძე