საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ჩართულობით, გუდაურში დღეს დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი „დიპ სკი 2019“ გაიმართება. ტურნირი მესამედ ტარდება და მიზნად ისახავს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციას.
შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, მინისტრთა კაბინეტისა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები.
შეჯიბრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. სათხილამურო ტურნირის გამარჯვებულებს გადაეცემათ სპეციალურად ღონისძიებისთვის დამზადებული ჯილდოები.
დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით 2017 წლიდან იმართება.