გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა
გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

უწყების ცნობით, შეზღუდვის მიზეზი ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონე გახდა.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია საავტომობილო დეპარტამენტის ინფორმაციაში.