გუდამაყარში, ფშავსა და პირიქითა ხევსურეთში დაცული ლანდშაფტი იქმნება
დაცული ლანდშაფტის სახით არაგვის დაცული ტერიტორია შეიქმნება, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არაგვის დაცულ ლანშაფტთან დაკავშირებით დაცული ტერიტორიების სააგენტო და მუნიციპალიტეტი ერთობლივი პროექტებს განახორციელებენ, რაც ეკოტურიზმის განვითარების საშუალებას შეუწყობს ხელს.
„იქმნება არაგვის დაცული ტერიტორია, დაცული ლანდშაფტის სახით. მართვა და პროექტები ერთობლივად განხორციელდება მუნიციპალიტეტსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ. გუდამაყარში, ფშავსა და პირიქითა ხევსურეთში იქმნება დაცული ლანდშაფტი, რომელიც ეკოტურიზმის განვითარების საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა.